ილია დარჩიაშვილი ევროკომისარ დიდიე რეინდერს შეხვდა
ილია დარჩიაშვილი ევროკომისარ დიდიე რეინდერს შეხვდა

სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა მართლმსაჯულების საკითხებში ევროკომისართან, დიდიე რეინდერსთან.

საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების შესახებ.

ხაზი გაესვა ქვეყნის მიერ გატარებულ რეფორმებს საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დონეზე და იმედი გამოითქვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სასამართლო რეფორმის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე. აღინიშნა, რომ ყველა პროცედურა მიმდინარეობს შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუციების ჩართულობითა და მათთან კონსულტაციით.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების მზადყოფნა დაადასტურეს.

ილია დარჩიაშვილი 3-4 ოქტომბერს სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება.