ილია დარჩიაშვილი - ევროკავშირის კითხვარი გასაჯაროვდება და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ დოკუმენტი რაც შეიძლება მალე გახდეს ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის
ილია დარჩიაშვილი - ევროკავშირის კითხვარი გასაჯაროვდება და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ დოკუმენტი რაც შეიძლება მალე გახდეს ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის

ევროკავშირის კითხვარი გასაჯაროვდება და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ რაც შეიძლება მალე ეს დოკუმენტი გახდეს ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს გაიმართა სამთავრობო კომისიის სხდომა, სადაც აღნიშნულ საკითხზე იმსჯელეს.

„რაც შეეხება რეფორმებს, რეფორმების გატარება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. საქართველოს მთავრობა რეფორმების გატარების პროცესში გამოირჩევა შესაბამისი აქტიურობით. ვთვლით, რომ საქართველო ძალიან სწრაფად და ეფექტურად მართავს ჩვენს ქვეყანაში გასატარებელ რეფორმებს. შესაბამისად, ჩვენ ჩატარებული და დაგეგმილი რეფორმების გეგმა გვაძლევს საფუძველს და საშუალებას, მოვამზადოთ აღნიშნული კითხვარი და გადავაგზავნოთ ევროპელ პარტნიორებთან.

რაც შეეხება გასაჯაროებას, ჩვენთვის ცნობილია, რომ არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი აღნიშნული დოკუმენტის მისამართით. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს გაიმართა სამთავრობო კომისიის სხდომა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დოკუმენტი გასაჯაროვდება. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ რაც შეიძლება მალე დოკუმენტი გახდეს ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის“, – განაცხადა მინისტრმა.