ილია დარჩიაშვილი - დემოკრატიის გრძელვადიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს დემოკრატიების საუკეთესო ხუთეულშია, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავალი დემოკრატიული განვითარების გზაზე
ილია დარჩიაშვილი - დემოკრატიის გრძელვადიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს დემოკრატიების საუკეთესო ხუთეულშია, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავალი დემოკრატიული განვითარების გზაზე

საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა – „დემოკრატიის ვარიაციები“, რომელიც ეყრდნობა მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორებს, საქართველო დემოკრატიის გრძელვადიანი განვითარების მაჩვენებელში, მსოფლიო დემოკრატიების ხუთეულში გამოარჩია, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, კვლევის თანახმად, რომელსაც მსოფლიოში დემოკრატიის კვლევის წამყვანი ცენტრი, ორგანიზაცია „დემოკრატიის ვარიაციები” აქვეყნებს, საქართველოს განსაკუთრებულად გაუმჯობესებული აქვს შემდეგი მაჩვენებლები: გამოხატვის თავისუფლება (freedom of expression); თავისუფლება წამებისგან  (freedom from torture);

„კვლევაში საუბარია ორ ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებაზე, სადაც საქართველოს კონკრეტული ხელშესახები შედეგები აქვს. ეს არის გამოხატვის თავისუფლება და თავისუფლება წამებისგან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავალი დემოკრატიული განვითარების გზაზე“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

კვლევის მიხედვით, საქართველო კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც დემოკრატიული სტატუსი აქვს, კერძოდ კი, „ელექტორალური დემოკრატიის“ ქვეყნების ჯგუფს მიეკუთვნება.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.