ილია დარჩიაშვილი - დარწმუნებული ვარ, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში მოიტანს ახალ იმპულსს ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერებაში
ილია დარჩიაშვილი - დარწმუნებული ვარ, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში მოიტანს ახალ იმპულსს ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერებაში

ნატო-საქართველოს თანამშრომლობა წლების განმავლობაში შედეგზე ორიენტირებულად ვითარდებოდა, დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში მოიტანს ახალ იმპულსს ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერებაში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაცია არის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, რომელიც გამყარებულია კონსტიტუციით.

„ასევე, ძალიან სიმბოლური და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მობრძანდა ნატო-ს ოფისში, სადაც ჰქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა გენერალურ მდივანთან. თავად ნახეთ პრესკონფერენცია, სადაც გაჟღერდა კონკრეტული გზავნილები და თავად ნატო-საქართველოს კომისია, რომელიც არის მთავარი პლატფორმა, ჩატარდა უმაღლეს დონეზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით და ესეც არის ამ ძალიან შედეგიანი თანამშრომლობის ნაწილი. ნატო-საქართველოს თანამშრომლობა წლების განმავლობაში ძალიან შედეგზე ორიენტირებულად ვითარდებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში მოიტანს ახალ იმპულსს ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერებაში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.