ილია დარჩიაშვილი - ჩემთვის დიდი პატივია, შესანიშნავ ქართველ დიპლომატებთან ერთად ვემსახურო ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაციისა და გამოწვევების ეფექტურად გადაჭრის მიმართულებით
ილია დარჩიაშვილი - ჩემთვის დიდი პატივია, შესანიშნავ ქართველ დიპლომატებთან ერთად ვემსახურო ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაციისა და გამოწვევების ეფექტურად გადაჭრის მიმართულებით

ჩემთვის დიდი პატივია, საქართველოს ვემსახურო საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში ევროკავშირში ინტეგრაციისა და გამოწვევების ეფექტურად გადაჭრის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

ამასთან, დარჩიაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ნდობისთვის მადლობას უხდის და აცხადებს, რომ მოუთმენლად ელოდება სამინისტროს გუნდთან მუშაობას.

„ჩემთვის დიდი პატივია, საქართველოს ვემსახურო საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, ევროკავშირში ინტეგრაციისა და არსებული გამოწვევების ეფექტურად გადაჭრის მიმართულებით, შესანიშნავ ქართველ დიპლომატებთან ერთად ჩვენი მიზნების მისაღწევად. მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ნდობისთვის და მოუთმენლად ველოდები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გუნდთან ერთად მუშაობას“, – წერს ილია დარჩიაშვილი.

დავით ზალკალიანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა დატოვა. ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩად გააგრძელებს მუშაობას. საგარეო უწყების ხელმძღვანელის თანამდებობაზე კი ილია დარჩიაშვილი დაინიშნა.