ილია დარჩიაშვილი - ასოცირების საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ მივესალმეთ კანდიდატის სტატუსის გადაწყვეტილებას, განვიხილეთ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადასადგმელი მომდევნო ნაბიჯები
ილია დარჩიაშვილი - ასოცირების საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ მივესალმეთ კანდიდატის სტატუსის გადაწყვეტილებას, განვიხილეთ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადასადგმელი მომდევნო ნაბიჯები

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს ხდომაზე კიდევ ერთხელ მივესალმეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის გადაწყვეტილებას და განვიხილეთ ევროკავშირთან მრავალ სფეროში თანამშრომლობა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

დარჩიაშვილი აღნიშნავს, რომ საბჭოს სხდომაზე ასევე ისაუბრეს ევროინტეგრაციის გზაზე გადასადგმელ მომდევნო ნაბიჯებზე.

„მოხარული ვარ, რომ ვმონაწილოებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პირველ ოფიციალურ ვიზიტში, რომელიც დღეს ბრიუსელიდან დაიწყო ჯოზეფ ბორელთან შეხვედრით. ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ბორელისა და პრემიერ-მინისტრ კობახიძის თავმჯდომარეობით ასევე გაიმართა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მერვე შეხვედრა. ჩვენ კიდევ ერთხელ მივესალმეთ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას და გულდასმით განვიხილეთ ევროკავშირთან მრავალ სფეროში თანამშრომლობა, ასევე, მომდევნო ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანამ უნდა გადადგას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, – დაწერა ილია დარჩიაშვილმა.