ილია დარჩიაშვილი ალექსეი არესტოვიჩის განცხადებაზე - გაუგებარი განცხადებები ზიანს აყენებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს
ილია დარჩიაშვილი ალექსეი არესტოვიჩის განცხადებაზე - გაუგებარი განცხადებები ზიანს აყენებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს

ჩვენი ვცდილობდით ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, ამ რეჟიმში გავაგრძელებთ და სამწუხაროა, რომ მსგავსი ტიპის გაუგებარი განცხადებები ვრცელდება, რომელიც ზიანს აყენებს ქვეყნებს შორის ურთიერთობას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველ ალექსეი არესტოვიჩის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინა არ ერევა საქართველოს სუვერენულ პოლიტიკაში, „თქვენ ხართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ყოველთვის იყავით უკრაინის მეგობარი, მაგრამ თქვენს პოლიტიკას და განცხადებებს შეაფასებს ქართველი ხალხი არჩევნებზე. ეს არის ჩემი ცეცხლოვანი მოკითხვა“.

როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა მეგობარ უკრაინას ამ რთულ პერიოდში მაქსიმალურად, შესაძლებლობის ფარგლებში აღმოუჩინოს დახმარება.

„ეს პროცესი ასე იყო და აუცილებლად ასე გაგრძელდება. სამწუხაროდ, მსგავსი ტიპის განცხადებები ძალიან აზიანებს ორმხრივ ურთიერთობებს. იმედი გვაქვს, რომ ასეთი განცხადებები არ იქნება და ეს არ გაართულებს ამ ტიპის ორმხრივ ურთიერთობებს. ჩვენი ვაკეთებდით და ვცდილობდით ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, ამ რეჟიმში გავაგრძელებთ და სამწუხაროა, რომ მსგავსი ტიპის გაუგებარი განცხადებები ვრცელდება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ზიანს აყენებს ქვეყნებს შორის ურთიერთობას“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.