ილია დარჩიაშვილი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილსა და შარლ მიშელს შორის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა

23:59, 06.10.2022

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშილი აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა.

როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, შედგა ძალიან საინტერესო შეხვედრა.

„მინდა, დაგიდასტუროთ, რომ არაფორმალურ გარემოში შედგა სამუშაო შეხვედრა პრემიერ-მინისტრსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის. ეს იყო ძალიან საინტერესო და მრავალმხრივი შეხვედრა. აქაც აქცენტები გაკეთდა ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციაზე, რეფორმების განხორციელების დინამიკაზე და 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებაზე“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი პრაღაში იმყოფება, სადაც ევროკავშირის მიერ ინიცირებულ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველ სამიტში მონაწილეობს.

მსგავსი