ილია დარჩიაშვილი 14-15 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა
ილია დარჩიაშვილი 14-15 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა

14-15 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელი თურქ კოლეგას, ჰაკან ფიდანს შეხვდება. შეხვედრა გაიმართება პარლამენტის თავმჯდომარესთან, ნუმან ქურთულმუშთანაც.

„აღსანიშნავია, რომ შეხვედრებზე აქცენტები გაკეთდება საქართველო-თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, მისი გაღრმავების გზებზე და ორი ქვეყნის ურთიერთობების მიმდინარე დღის წესრიგზე“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.