ილია დარჩიაშვილი - ​ვილნიუსში ​შესაძლებლობა გვქონდა, პარტნიორებთან გვესაუბრა იმ საჭიროებებსა და უსაფრთხოების გამოწვევებზე, რომლებიც დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს
ილია დარჩიაშვილი - ​ვილნიუსში ​შესაძლებლობა გვქონდა, პარტნიორებთან გვესაუბრა იმ საჭიროებებსა და უსაფრთხოების გამოწვევებზე, რომლებიც დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს

​გვქონდა შესაძლებლობა, ჩვენს პარტნიორებთან გვესაუბრა იმ საჭიროებებსა და უსაფრთხოების გამოწვევებზე, რომლებიც დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს და ვფიქრობ, ეს პლატფორმა ახალ იმპულსს მოიტანს ჩვენს ურთიერთობებში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, ვილნიუსში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი გრძელდება.

„მეორე დღეს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, გაგვემართა ორმხრივი შეხვედრები პარტნიორებთან. ორმხრივი შეხვედრები დღევანდელ დღეს დაიწყო ძალიან საინტერესო ახალი პლატფორმით, რომელიც შემოგვთავაზა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნორდიკული ქვეყნები და საქართველოს ერთობლივი პლატფორმა, სადაც ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვისაუბრეთ, თუ როგორ შეიძლება ამ ქვეყნების გაძლიერება, თუ როგორ შეიძლება, რომ ნორდიკულმა ქვეყნებმა კიდევ უფრო მეტად აღმოუჩინონ საქართველოს დახმარება. ჩვენ ასევე გვქონდა შესაძლებლობა, პარტნიორებთან გვესაუბრა იმ საჭიროებებზე და უსაფრთხოების გამოწვევებზე, რომლებიც დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს და ვფიქრობ, ეს პლატფორმა ახალ იმპულსს მოიტანს ჩვენს ურთიერთობებში. ასევე გვქონდა შესაძლებლობა გაერთიანებული სამეფოს საგარეო მდივანთან შეხვედრის, მქონდა შესაძლებლობა ფინეთისა და ესტონეთის ახალდანიშნულ მინისტრებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაგვემართა. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო საუბარი გავმართეთ. გვქონდა შესაძლებლობა, ყველა იმ საკითხზე გაგვემახვილებინა ყურადღება, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას აწუხებს. მთავარი აქცენტები იყო საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, ის გამოწვევები, რომლებიც ქვეყანას აქვს, ის რეფორმების დღის წესრიგი, რომლის ვალდებულებაც ჩვენს მთავრობას აღებული აქვს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს წარმატებული ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.