ილჰამ ალიევმა ზურაბ პოლოლიკაშვილი მიიღო
ილჰამ ალიევმა ზურაბ პოლოლიკაშვილი მიიღო

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი მიიღო.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობას და აზერბაიჯანში ტურიზმის განვითარების პერსპექტივებს.

2017 წელს ქვეყანაში ვიზიტორთა რაოდენობა 20 პროცენტით გაიზარდა.

ალიევმა და პოლოლიკაშვილმა აზერბაიჯანში მიმდინარე საინვესტიციო პროექტები, სავიზო ლიბერალიზაციისა და ღია ცის პოლიტიკის საკითხები განიხილეს.