ილჰამ ალიევმა საქართველოს 11 მოქალაქე შეიწყალა
ილჰამ ალიევმა საქართველოს 11 მოქალაქე შეიწყალა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით 634 პატიმარი შეიწყალა, ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. შეწყალებულ პატიმრებს შორის საქართველოს 11 მოქალაქეა.

სულ შეწყალებულ პატიმრებს შორის 12 ოპოზიციონერი და უცხო ქვეყნის 39 მოქალაქეა. საქართველოს მოქალაქეების გარდა, ილჰამ ალიევმა შეიწყალა ჩინეთის ხუთი, რუსეთის ოთხი, ირანის ოთხი, თურქეთის სამი, ბანგლადეშის სამი, თურქემენთის და ყაზხეთის ორ-ორი, ასევე უზბეკეთის, კამერუნის ინდოეთის, ავღანეთისა და უკრაინის მოქალაქეები.

ამას გარდა, შეწყალებულთა შორის მოქალაქეობის არმქონე სამი პირი მოხვდა. შეწყალებულ პატიმრებს დღეს გაათავისუფლებენ.