ილჰამ ალიევმა საპრეზიდენტო არჩევნებში ყარაბაღის რეგიონის ქალაქ ხანქენდში მისცა ხმა

12:57, 07.02.2024

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საპრეზიდენტო არჩევნებში ყარაბაღის რეგიონის ქალაქ ხანქენდში მისცა ხმა. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ქალაქ ხანქენდის 122-ე საარჩევნო ოლქის მე-14 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდნენ ქვეყნის პრეზიდენტის მეუღლე, ვიცე-პრეზიდენტი მეჰრიბან ალიევა და ოჯახის სხვა წევრები.

აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით პირველად იმართება. ხმის მიცემის პროცესი ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დასრულდება.

სახელმწიფოს მეთაურის პოსტისთვის შვიდი კანდიდატი იბრძვის, მათ შორის, მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი შვიდი წლის ვადით ირჩევა.

მსგავსი