ილჰამ ალიევმა მთიან ყარაბაღში კიდევ ცხრა სოფლის გათავისუფლების შესახებ განაცხადა
ილჰამ ალიევმა მთიან ყარაბაღში კიდევ ცხრა სოფლის გათავისუფლების შესახებ განაცხადა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მთიან ყარაბაღში კიდევ ცხრა სოფლის გათავისუფლების შესახებ განაცხადა.

ილჰამ ალიევი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ აზერბაიჯანის არმიამ კონტროლი დაამყარა ჯებრაილის, ზანგილანის და გუბადლის რაიონების სოფლებზე.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჰაერო იერიშის შედეგად სომხეთის შეიარაღებული ძალების სარაკეტო-საარტილერიო საწყობი განადგურდა. აზერბაიჯანის ხელისუფლება სომხეთის არმიის დანაყოფებს გუბადლის რეგიონის დაბომბვაში ადანაშაულებს.

ბაქოში ამბობენ, რომ აზერბაიჯანის ტერიტორია სომხეთის გორისის რეგიონიდან იბომბება. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ასევე განადგურებულია სომხეთის არმიის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „სმერჩი“, რომლითაც აზერბაიჯანის ქალაქი ბარდა დაიბომბა.