ილჰამ ალიევმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ფიზულის საერთაშორისო აეროპორტი გახსნეს
ილჰამ ალიევმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ფიზულის საერთაშორისო აეროპორტი გახსნეს

აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ილჰამ ალიევმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ფიზულის საერთაშორისო აეროპორტი გახსნეს.

დღეს თურქი ლიდერი ერთდღიანი ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია.

მანამდე, 14 იანვარს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, ფიზულიში ახალი აეროპორტის აშენებას სიმბოლური საფუძველი ჩაუყარა.