ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში შეხვედრა გამართეს
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა შეხვედრა გამართეს.
ალიევს და ფაშინიანს შორის შეხვედრა კოპენჰაგენში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში გაიმართა.
გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ინიცირებულ ვაშინგტონის სამშვიდობო სამიტზე მიღწეული შეთანხმებების მნიშვნელობას. მათ დაადასტურეს მზადყოფნა, გააგრძელონ მუშაობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის განმტკიცების მიზნით.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნეს რეგიონში სატრანსპორტო კავშირების უპირატესობები, განიხილეს აზერბაიჯანში ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრესი და „ტრამპის მარშრუტის“ პროექტის სომხეთში განხორციელება. ამ კონტექსტში, მხარეები მიესალმნენ ერთსულოვან გადაწყვეტილებას ეუთო-ს მინსკის პროცესისა და მასთან დაკავშირებული ყველა სტრუქტურის შეჩერების შესახებ. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ნდობის აღდგენის ზომების შემდგომი განხორციელების აუცილებლობას და კონტაქტების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
დღეს დანიის დედაქალაქში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მე-7 სამიტი იმართება, რომელშიც 40-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი იღებს მონაწილეობას.