ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანიდან საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ 18 მაისს ხელმოწერილი შეთანხმება დაამტკიცა

14:43, 10.07.2026

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანიდან საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ შეთანხმება დაამტკიცა.

საუბარია „აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ შეთანხმებაზე“, რომელსაც 18 მაისს ბაქოში მოეწერა ხელი.

ბრძანების თანახმად, შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს მისი დებულებების შესრულება.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა, აცნობოს საქართველოს მთავრობას შეთანხმების ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ზემოაღნიშნული ხელშეკრულება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბაქოში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა, რითაც საქართველო-აზერბაიჯანს შორის აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება 20 წლით გაგრძელდა. ხელშეკრულება სოციალური გაზმომარაგების უსაფრთხოების გარანტიებსაც გულისხმობს.

 

მსგავსი