ილჰამ ალიევის განცხადებით, სამხრეთ გაზის დერეფანი ენერგომატარებლების მიწოდების გეოგრაფიას შეცვლის
ილჰამ ალიევის განცხადებით, სამხრეთ გაზის დერეფანი ენერგომატარებლების მიწოდების გეოგრაფიას შეცვლის

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, სამხრეთ გაზის დერეფანი ენერგომატარებლების მიწოდების გეოგრაფიას შეცვლის, – ეს განცხადება ილჰამ ალიევმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში გააკეთა. ინტერვიუს ტექსტს აზერბაიჯანის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

„3 500 კილომეტრის სიგრძის მილსადენი უკვე რეალობაა. ეს ოცნება აღარ არის. ის სულ უფრო მეტ ქვეყანას მოიცავს. გამოჩნდა ახალი ინტერკონექტორები, რაც საშუალებას გვაძლევს ბუნებრივი აირი ახალი დანიშნულების პუნქტებში ჩავიტანოთ. ფაქტობრივად, ეს სრულად ცვლის ენერგომატარებლების მიწოდების გეოგრაფიას და ასევე ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს“, – განაცხადა ალიევმა.

მან ასევე თქვა, რომ აზერბაიჯანს ძალიან ამბიციური პროექტები აქვს განახლებადი ენერგორესურსების წარმოების კუთხით.

„აზერბაიჯანის კასპიის ზღვის პოტენციალი 157 გიგავატს შეადგენ, რაც დაფუძნებულია საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის შეფასებაზე. ჩვენ ამ მიმართულებით სვლა უკვე დავიწყეთ. ჩვენ ვაპირებთ, ათი წლის შემდეგ მაქსიმალურად გამოვიყენოთ განახლებადი ენერგიის წყაროები და შევამციროთ ბუნებრივი აირის მოხმარმება“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.