ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ ეუთო-ს „მინსკის ჯგუფის“ ორგანიზებით, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას არ ეწინააღმდეგება
ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ ეუთო-ს „მინსკის ჯგუფის“ ორგანიზებით, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას არ ეწინააღმდეგება

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ის არ ეწინააღმდეგება, ეუთო-ს „მინსკის ჯგუფის“ ორგანიზებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას.

ალიევის თქმით, რეგიონს სტაბილურობა სჭირდება.

„ომი დასრულდა. რეგიონს სჭირდება პროგნოზირება და სტაბილურობა. აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გასულ კვირას ნიუ-იორკში არის იმის კარგი მაჩვენებელი, რომ დიალოგი შესაძლოა, განახლდეს და საკითხის მშვიდობიანი გადაწყვეტა მოიძებნოს. იმედი მაქვს, რომ შეხვედრები გახდება მხარეთა შორის ნორმალიზაციის პროცესისა და თანამშრომლობის დასაწყისი სამხრეთ კავკასიის რეგიონში“, – აღნიშნა ალიევმა „France-24“-თან ინტერვიუში.