ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ხუდაფერინის ხიდზე აზერბაიჯანის დროშა აღმართეს

17:24, 18.10.2020

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ხუდაფერინის ხიდზე აზერბაიჯანის დროშა აღმართეს.

ამის შესახებ ალიევმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

აზერბაიჯანული მედია ხუდაფერინში დროშის აღმართვის ამსახველ ფოტო და ვიდეომასალას აქვეყნებს. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ხუდაფერინის დაკავებას უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

ხუდაფერინი კონფლიქტის ზონის სამხრეთით, ირანის სასაზღვრო ტერიტორიაზე მდებარეობს.

მსგავსი