ილჰამ ალიევი - „ზანგეზურის დერეფანზე“ არა მხოლოდ ვსაუბრობთ, არამედ პრაქტიკულ სამუშაოებს ვატარებთ მის შესაქმნელად
ილჰამ ალიევი - „ზანგეზურის დერეფანზე“ არა მხოლოდ ვსაუბრობთ, არამედ პრაქტიკულ სამუშაოებს ვატარებთ მის შესაქმნელად

„შუშას დეკლარაციასთან“ დაკავშირებით ორი საკითხი მინდა გამოვყო. პირველი, ეს დოკუმენტი თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობისა და სამხედრო დახმარების საკითხებს ასახავს. ჩვენ ერთმანეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფას გავაგრძელებთ, მეორე, ეს არის ტრანსპორტი და კომუნიკაცია, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

„დეკლარაციაში „ზანგეზურის დერეფნის“ გახსნასთან დაკავშირებული საკითხები აისახა. ეს არის იმ ახალი გეოპოლიტიკური ვითარების შედეგი, რომელიც მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ გაჩნდა. დღეს არა მხოლოდ ვსაუბრობთ „ზანგეზურის დერეფანზე“ არამედ პრაქტიკულ სამუშაოებს ვატარებს მის შესაქმნელად. ერთობლივ დეკლარაციაში ამ საკითხის ასახვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა ალიევმა.

დატოვე კომენტარი