ილჰამ ალიევი – ზანგეზურის დერეფანი კიდევ უფრო გააძლიერებს აზერბაიჯანის როგორც რეგიონული ცენტრის როლს, შექმნის ახალ შესაძლებლობებს მთელი ევრაზიის მასშტაბით

14:20, 25.09.2026

ზანგეზურის დერეფანი კიდევ უფრო გააძლიერებს აზერბაიჯანის როგორც რეგიონული ცენტრის როლს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, აზერბაიჯანის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმის მონაწილეებისადმი მიმართვის დროს განაცხდა.

მისი თქმით, დერეფანი შექმნის ახალ შესაძლებლობებს ვაჭრობის, ინვესტიციებისა და სამრეწველო თანამშრომლობისთვის მთელი ევრაზიის მასშტაბით.

„შუა დერეფანი კასპიის ზღვის გავლით ცენტრალურ აზიას სამხრეთ კავკასიასთან, თურქეთსა და ევროპასთან აკავშირებს; ფორმირების პროცესში მყოფი ზანგეზურის დერეფანი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც „ტრამპის დამაკავშირებელი მარშრუტი“, კიდევ უფრო გააძლიერებს აზერბაიჯანის როლს რეგიონულ ცენტრად და შექმნის ახალ შესაძლებლობებს ვაჭრობის, ინვესტიციებისა და სამრეწველო თანამშრომლობისთვის მთელი ევრაზიის მასშტაბით“, – აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

მსგავსი