ილჰამ ალიევი – ვლოცულობთ პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისისა და მისი თანმხლები დელეგაციისთვის, როგორც მეზობელი, მეგობარი და მოძმე ქვეყანა, აზერბაიჯანი მზადაა ყველანაირი მხარდაჭერისთვის
ვლოცულობთ პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისისა და მისი თანმხლები დელეგაციისთვის. როგორც მეზობელი, მეგობარი და მოძმე ქვეყანა, აზერბაიჯანი მზადაა ყველანაირი მხარდაჭერისთვის, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს, ირანის პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისთან შეხვედრის შემდეგ, სერიოზულად შეგვაშფოთა იმ ინფორმაციამ, რომ ვერტმფრენმა, რომელშიც მაღალი დელეგაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, ავარიული დაშვება განახორციელა ირანში. ჩვენ ვლოცულობთ პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისისა და მისი თანმხლები დელეგაციისთვის. როგორც მეზობელი, მეგობარი და მოძმე ქვეყანა, აზერბაიჯანი მზადაა ყველანაირი მხარდაჭერისთვის“, – წერს ილჰამ ალიევი.
შეგახსენებთ, მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი, რომლითაც იბრაჰიმ რაისი აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე ირანის პროვინციიდან თეირანში ბრუნდებოდა, ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანში ჩამოვარდა. ამასთან, მოგვიანებით ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანში პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენი „მძიმედ დაეშვა“.
ირანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა კაშხლის გახსნის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.
Bu gün İran İslam Respublikasının Prezidenti İbrahim Rəisi ilə dostcasına xudahafizləşdikdən sonra ali nümayəndə heyətini daşıyan helikopterin İranda qəza enişi etməsi barədə xəbər bizi ciddi şəkildə narahat etdi. Uca Allahdan dualarımız Prezident İbrahim Rəisi və onu müşayiət…
— İlham Əliyev (@azpresident) May 19, 2024