ილჰამ ალიევი - თურქეთის სტაბილურობა მთელი თურქული სამყაროსთვის მნიშვნელოვანი პირობაა
ილჰამ ალიევი - თურქეთის სტაბილურობა მთელი თურქული სამყაროსთვის მნიშვნელოვანი პირობაა

თურქეთის რესპუბლიკის სტაბილურობა მთელი თურქული სამყაროსთვის მნიშვნელოვანი პირობაა, – აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სტამბოლში გამართულ თურქულენოვანი სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოს მერვე სამიტზე განაცხადა.

„თურქეთის გაძლიერება თითოეულ ჩვენგანს გვაძლევს დამატებით ძალას, ამიტომ ყველანი მადლობელი უნდა ვიყოთ ჩემი ძვირფასი ძმის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიმართ. აზერბაიჯანში ყველას უყვარდა ერდოღანი ომამდეც და იმ უზარმაზარი მხარდაჭერის გამო, რომელიც მან მთიანი ყარაბაღის რეგიონის მეორე ომის დროს მივიღეთ, ის მუდამ იქნება აზერბაიჯანელი ხალხის გულში“, – აღნიშნა ალიევმა.

მისივე თქმით, ყარაბაღის მეორე ომის შედეგები რეგიონს ახალ შესაძლებლობებს უხსნის, მათ შორის „ზანგეზურის დერეფნის“ გახსნა სატრანსპორტო თვალსაზრისით.

„ზანგეზურის დერეფანი არის პროექტი, რომელსაც შეუძლია გააერთიანოს თურქული სამყარო, ევროპა და ჩვენი მეზობლები და ჩვენ დღეს აქტიურად ვმუშაობთ ამ პროექტის განსახორციელებლად“, – დაამატა ალიევმა.

თურქულენოვანი სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოს მერვე სამიტზე დამტკიცდა და ხელი მოეწერა პროგრამას სახელწოდებით „თურქული სამყაროს ხედვა – 2040“.