ილჰამ ალიევი – სომხეთის დღევანდელმა მთავრობამ ჩვენ მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები გამოთქვა, აზერბაიჯანმა ეს არ უნდა დაივიწყოს

13:09, 02.10.2026

სომხეთის დღევანდელმა მთავრობამ ჩვენ მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები გამოთქვა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, „ახალი აზერბაიჯანის“ პარტიის მე-8 ყრილობაზე განაცხადა.

ალიევის თქმით, შეუძლებელია მთელი პასუხისმგებლობა სომხეთის წინა ხელმძღვანელობას დაეკისროს, თუმცა სომხეთის წინა ლიდერები სამხედრო დამნაშავეები არიან და სასჯელი უნდა მოიხადონ.

„სომხეთის დღევანდელმა მთავრობამ ჩვენ მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები წამოაყენა, შეეცადა შეურაცხყოფა მიეყენებინა აზერბაიჯანელი ხალხისთვის და შეელახა მისი ღირსება შეუფერებელი და არაცივილიზებული განცხადებებით“, – განაცხადა აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურმა და დასძინა, რომ აზერბაიჯანმა ეს ყველაფერი არასდროს უნდა დაივიწყოს.

ალიევის განცხადებით, ენერგორესურსებით მდიდარი აზერბაიჯანი დღეს ძალიან სერიოზულ გეოპოლიტიკურ და უსაფრთხოების ფაქტორად იქცა.

მსგავსი