ილჰამ ალიევი - სომხეთი ჩვენს მილსადენებზე კონტროლის დამყარებას თუ ეცდება, შედეგი უმკაცრესი იქნება
ილჰამ ალიევი - სომხეთი ჩვენს მილსადენებზე კონტროლის დამყარებას თუ ეცდება, შედეგი უმკაცრესი იქნება

სომხეთი ჩვენს მილსადენებზე კონტროლის დამყარებას თუ ეცდება,  შედეგი იქნება უმკაცრესი, –  ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა თურქულ ტელეკომპანია Haberturk-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.

„სომხეთი ცდილობს ჩვენს მილსადენებზე თავდასხმა განახორციელოს და მათზე კონტროლი მოიპოვოს. თუ სომხეთი შეეცდება ბუნებრივი აირის მილსადენებზე კონტროლის დამყარებას, შედეგი იქნება უმკაცრესი“, – განაცხადა ალიევმა.

გარდა ამისა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ისაუბრა მოლაპარაკების პროცესში თურქეთის ჩართვაზე. ალიევის თქმით, ყარაბაღის კონფლიქტი თურქეთის ჩარევის გარეშე ვერ მოგვარდება.