ილჰამ ალიევი - სამხრეთ კავკასიის, ტრანს-ანატოლიური და ტრანს-ადრიატიკული მილსადენები სრული დატვირთვით მუშაობენ და მათი გაფართოება გვჭირდება
ილჰამ ალიევი - სამხრეთ კავკასიის, ტრანს-ანატოლიური და ტრანს-ადრიატიკული მილსადენები სრული დატვირთვით მუშაობენ და მათი გაფართოება გვჭირდება

სამხრეთ კავკასიის მილსადენი, ტრანსანატოლიური მილსადენი და ტრანსადრიატიკული მილსადენი უნდა გაფართოვდეს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ამჟამად სამხრეთის გაზის დერეფანი სრული დატვირთვით მუშაობს და სამხრეთ კავკასიის მილსადენი, ტრანსანატოლიური მილსადენი და ტრანსადრიატიკული მილსადენი ამ დერეფნის სამი განუყოფელი ნაწილია.

„ისინი სრული დატვირთვით მუშაობენ და მათი გაფართოება გვჭირდება. აქ მივდივართ მნიშვნელოვან პუნქტამდე. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა, იმ ინსტიტუტებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს, შეაჩერონ უშუალოდ მინერალურ რესურსებთან დაკავშირებული პროექტების დაფინანსება, შესაძლოა, ეს პოლიტიკა უნდა შეწყვიტონ“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.