ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში კონფლიქტების ზონა იყო, მშვიდობის ზონა ხდება
სამხრეთ კავკასიის რეგიონი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში კონფლიქტების ზონა იყო, მშვიდობის ზონა ხდება, – ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბიშკეკში, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ალიევის თქმით, აზერბაიჯანი სომხეთთან ერთად მუშაობს ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის გაზრდაზე.
„ერთ წელზე ცოტა მეტი ხნის წინ აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო შეთანხმების პარაფირებით დაასრულეს 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტი. ამგვარად, სამხრეთ კავკასიის რეგიონი, რომელიც ხანგრძლივი კონფლიქტის ზონაა, მშვიდობის ზონად იქცევა. გაერო-ს უშიშროების საბჭოს 1993 წელს მიღებული ოთხი რეზოლუცია 33 წლის შემდეგ ამოქმედდა. აზერბაიჯანი უკვე ამარაგებს სომხეთს ნავთობპროდუქტებით და ხელს უწყობს მესამე ქვეყნის ტვირთების ტრანზიტს. ჩვენ ვმუშაობთ სომხეთთან ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის გაზრდის, მისი დიაპაზონის გაფართოებისა და ახალი სახმელეთო სატრანსპორტო კავშირების შესაქმნელად“, – აღნიშნა ალიევმა.