ილჰამ ალიევი - რას უნდა ველოდოთ ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისგან, თუ ჯოზეფ ბორელი ევროპას ბაღს უწოდებს, დანარჩენ მსოფლიოს ჯუნგლებს? ჯუნგლები თუ ვართ, ჩვენგან თავი შორს დაიჭირეთ, ჩვენს საქმეებში ნუ ჩაერევით
ილჰამ ალიევი - რას უნდა ველოდოთ ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისგან, თუ ჯოზეფ ბორელი ევროპას ბაღს უწოდებს, დანარჩენ მსოფლიოს ჯუნგლებს? ჯუნგლები თუ ვართ, ჩვენგან თავი შორს დაიჭირეთ, ჩვენს საქმეებში ნუ ჩაერევით

რას უნდა ველოდოთ კიდევ ევროპარლამენტისგან და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისგან, თუ ჯოზეფ ბორელი ევროპას ბაღს უწოდებს, დანარჩენ მსოფლიოს – ჯუნგლებს? ჯუნგლები თუ ვართ, ჩვენგან  თავი შორს დაიჭირეთ, ჩვენს საქმეებში ნუ ჩაერევით, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გაერო-ს კლიმატურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ალიევის თქმით, ევროპარლამენტი და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა პოლიტიკური კორუფციის სიმბოლოები გახდნენ.

„მინდა, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და წამოვაყენო საერთაშორისო დღის წესრიგის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი – ნეოკოლონიალიზმი და კლიმატის ცვლილება. საფრანგეთისა და ნიდერლანდების ე.წ. ზღვისიქითა ტერიტორიები, განსაკუთრებით კარიბის ზღვის აუზში და წყნარ ოკეანეში განეკუთვნებიან იმ ტერიტორიების რიცხვს, რომლებიც ყველაზე მეტად ზარალდებიან კლიმატური ცვლილებებისგან. ამ თემების ხმები ხშირად სასტიკად ჩახშობილია რეჟიმების მიერ მათ მეტროპოლიებში. ისინი დღესაც, 21-ე საუკუნეში განიცდიან კოლონიალურ ბატონობას. 1966-დან 1996 წლამდე ფრანგულმა პოლონეზიამ განიცადა გარემოს სერიოზული დაბინძურება საფრანგეთის მიერ ჩატარებული 193 ბირთვული ცდის გამო. საფრანგეთი პასუხისმგებელია ნიადაგისა და წყლის სერიოზულ დაბინძურებაზე, ასევე რადიაციულ დაბინძურებაზე ამ რაიონში. რადიაციის დონემ გადააჭარბა 4 900 პროცენტით. ამას თუ დავუმატებთ საფრანგეთის მიერ ოკუპაციის წლებში ალჟირში ჩატარებულ 17 ბირთვულ ცდას, ჩვენ დავინახავთ, რა ზიანი მიაყენა ამ ქვეყანამ პლანეტის ეკოსისტემას. საფრანგეთის მიერ მის ე.წ. ზღვისიქითა ტერიტორიებზე ჩადენილი დანაშაულების სია არასრული იქნება, თუ არ ვახსენებთ ამ რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებების ბოლო დარღვევებს. მიმდინარე წელს, კანაკების კანონიერი პროტესტის დროს პრეზიდენტ მაკრონის რეჟიმმა მოკლა 13 და დაჭრა 169 ადამიანი ახალ კალედონიაში. 1 700 ადამიანი დააპატიმრეს. მარტინიკასა და გვადალუპეზე ამავე წელს პროტესტის დროს დააკავეს 38 ადამიანი. ამ ყველაფრის შემდეგ საფრანგეთი არ დაგმო არც ევროკომისიამ, არც ევროპარლამენტმა, არც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ. ეს არის პოლიტიკური ფარისევლობა.

ევროპარლამენტი და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა – ორი ინსტიტუტი, რომლებიც პოლიტიკური კორუფციის სიმბოლოები გახდნენ, პრეზიდენტ მაკრონის მთავრობასთან ერთად იზიარებს პასუხისმგებლობას უდანაშაულო ადამიანების მკვლელობებზე. ყველა პოლიტიკური პატიმარი საფრანგეთში დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. რას უნდა ველოდოთ კიდევ ევროპარლამენტისგან და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისგან, თუ მთავარი ევროპელი დიპლომატი ჯოზეფ ბორელი ევროპას ბაღს უწოდებს, მთელ დანარჩენ მსოფლიოს – ჯუნგლებს? ჩვენ ჯუნგლები თუ ვართ, თავი შორს დაიჭირეთ ჩვენგან და ნუ ჩაერევით ჩვენს საქმეებში“, – განაცხადა ალიევმა.