ილჰამ ალიევი - ორ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობაა ენერგეტიკის სფეროში, საქართველოში ტრანზიტის საშუალებით, აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი 11 ქვეყანას მიეწოდება, ექსპორტი მზარდია
ილჰამ ალიევი - ორ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობაა ენერგეტიკის სფეროში, საქართველოში ტრანზიტის საშუალებით, აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი 11 ქვეყანას მიეწოდება, ექსპორტი მზარდია

ორ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობა არსებობს ენერგეტიკის სფეროში, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძესთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადებების დროს აღნიშნა.

ილჰამ ალიევის თქმით, ეს ორივე ქვეყნის ინტერესებსა და მთელ რეგიონს ემსახურება.

„განსაკუთრებული მნიშვნელობის არის ის პროექტები, რომლებსაც ერთობლივად ვახორციელებთ ნავთობის და ბუნებრივი აირის მიმართულებით. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს ენერგოუსაფრთხოებას ბევრი ქვეყნისთვის. მინდა, ასევე აღვნიშნო, რომ საქართველოში ტრანზიტის საშუალებით აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი 11 ქვეყანას მიეწოდება, ექსპორტი მზარდია, 25 მლრდ კუბური მეტრი იყო გასულ წელს მისი მოცულობა და 10% ექსპორტიდან საქართველოს წილია. იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მივიღე საქართველოში ბუნებრივი აირის მოხმარებაზე, 80% ამ აირიდან აზერბაიჯანიდან მოდის. ეს არის ნამდვილად აღსანიშნავი ფაქტი და განსაკუთრებული პროექტი. ეტაპობრივად გაიზრდება გეოგრაფია ჩვენი ბუნებრივი აირის ექსპორტის, გაფართოვდება, როდესაც მომდევნო წლებში ახალი საბადოების ათვისება მოხდება. ახალი საბადოების აღმოჩენა მოხდება აზერბაიჯანში და ეტაპობრივად მნიშვნელოვნად გაიზრდება ბუნებრივი აირის ექსპორტის მოცულობა. ამავდროულად, ჩვენ ერთად ვმუშაობთ მწვანე ენერგიის პროექტზე და ესეც ცხადყოფს, რომ პასუხისმგებლიანი მთავრობები ვართ, იმდენად, რამდენადაც არსებობს ამის აუცილებლობა, ამ ტიპის ენერგიის აუცილებლობა ბაზარზე. იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც დღეს მივიღე, მწვანე ენერგიის პროექტი წარმატებით ხორციელდება და, ბევრი სხვა პროექტის მსგავსად, ეს პროექტიც უდავოდ წარმატებული იქნება. ამის დიდი შანსი არსებობს“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.