ილჰამ ალიევი - ნიკოლ ფაშინიანი პოლიტიკური მეტოქეების დაპატიმრებით დიქტატურის ახალ რეჟიმს ქმნის
ილჰამ ალიევი - ნიკოლ ფაშინიანი პოლიტიკური მეტოქეების დაპატიმრებით დიქტატურის ახალ რეჟიმს ქმნის

სომხეთის პრემიერ-მინისტრი პოლიტიკური მეტოქეების დაპატიმრებით დიქტატურის ახალ რეჟიმს ქმნის, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ტომას გრემინგერთან შეხვედრისას განაცხადა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ეუთო-ს ხელმძღვანელს მიმართა, არ დარჩეს გულგრილი სომხეთში ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებზე, რომელიც დემოკრატიის საბაბით ხდება.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ყარაბაღზე მოლაპარაკების პროცესის ჩაშლას ყველა საშუალებით ცდილობს.

ალიევის თქმით, სომხეთის ახალი პრემიერ-მინისტრი მუშაობის პირველი დღიდან კონფლიქტის დარეგულირების შესახებ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ეუთო-ს გენერალურ მდივანს უთხრა, რომ ნიკოლ ფაშინიანის თეზისი „აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკასთან მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს“ ბაქოსთვის მიუღებელია.

ილჰამ ალიევმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოზიცია სახიფათოდ მოიხსენია და ეუთო-ს რეაგირებისკენ მოუწოდა.

დატოვე კომენტარი