ილჰამ ალიევი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანის საბჭოთა კავშირში შესვლა „შეჭრისა“ და „ოკუპაციის“ შედეგია
ილჰამ ალიევი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანის საბჭოთა კავშირში შესვლა „შეჭრისა“ და „ოკუპაციის“ შედეგია

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანის საბჭოთა კავშირში შესვლა „შეჭრისა“ და „ოკუპაციის“ შედეგია.

აღნიშნულის შესახებ ალიევმა „ალ არაბიასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

„ეს მოხდა აზერბაიჯანის გასაბჭოების პირველ თვეებში. 1917 წელს რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, აზერბაიჯანში შეიქმნა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა. ეს იყო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა მუსლიმურ სამყაროში, რომელიც 1918 წლის მაისში შეიქმნა. მან 1920 წლის აპრილამდე იარსება, როდესაც რუსული არმია აზერბაიჯანში შემოიჭრა და მისი ოკუპაცია განახორციელა“, – განაცხადა ალიევმა.