ილჰამ ალიევი ჯებრაილის რაიონში კიდევ სამი სოფლის გათავისუფლების შესახებ აცხადებს
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ჯებრაილის რაიონში კიდევ სამი სოფლის გათავისუფლების შესახებ იუწყება. პრეზიდენტი „ტვიტერში“ წერს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა შიხალი აღალი, სარიჯალი და მეზრე, ასევე რამდენიმე სტრატეგიული სიმაღლე აიღეს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ განჯაზე მორიგი სარაკეტო იერიში განხორციელდა.
Bu gün Azərbaycan ordusu Cəbrayıl rayonunun Şıxəli Ağalı, Sarıcalı, Məzrə kəndlərini və müxtəlif istiqamətlərdə bir neçə strateji yüksəkliyi azad etmişdir. Qəhrəman ordumuzun uğurlu əməliyyatı davam edir. Qarabağ Azərbaycandır!
— İlham Əliyev (@azpresident) October 5, 2020