ილჰამ ალიევი - გვაქვს აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს შორის კონსულტაციების საშუალება, სომხეთის მზადყოფნის შემთხვევაში, მზად ვიქნებით, დღესვე დავიწყოთ ეს ფორმატი
ილჰამ ალიევი - გვაქვს აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს შორის კონსულტაციების საშუალება, სომხეთის მზადყოფნის შემთხვევაში, მზად ვიქნებით, დღესვე დავიწყოთ ეს ფორმატი

გვაქვს საშუალება, კონსულტაციები გავმართოთ აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს შორის, თუ სომხეთი მზად იქნება, მზად ვიქნებით, დღესვე დავიწყოთ ეს ფორმატი, – ამის შესახებ განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადებების დროს.

„ყარაბაღის ომის შემდეგ ახალი მდგომარეობა ჩამოყალიბდა. მე ვაცნობე საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და მიგვაჩნია, რომ ამ კონფლიქტის მოგვარება საჭიროებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის შეთანხმების ხელმოწერას. ჩვენ ხუთი ძირითადი პრინციპი უკვე გავუზიარეთ სომხეთს და იმედი გვაქვს, სომხეთი პოლიტიკურ ნებას გამოიჩენს, დაიწყებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს და ხელს მოაწერს სამშვიდობო შეთანხმებას აზერბაიჯანთან. ასე თუ მოხდება, მაშინ სამხრეთ კავკასიაში დაისადგურებს მშვიდობა და ახალი შესაძლებლობები იარსებებს თანამშრომლობისთვის.

დღეს გვაქვს ასევე საშუალება, რომ კონსულტაციები გავმართოთ აზერბაიაჯანს, სომხეთსა და საქართველოს შორის, თუ სომხეთი მზად იქნება, მზად ვიქნებით დღესვე დავიწყოთ ეს ფორმატი“,- განაცხადა ალიევმა.