ილჰამ ალიევი - გიუმრის რუსული სამხედრო ბაზიდან პერიოდულად სომხეთის შეიარაღებული ძალები მარაგდება
ილჰამ ალიევი - გიუმრის რუსული სამხედრო ბაზიდან პერიოდულად სომხეთის შეიარაღებული ძალები მარაგდება

გიუმრის რუსული სამხედრო ბაზიდან პერიოდულად სომხეთის შეიარაღებული ძალები მარაგდება, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა იტალიურ ტელეკომპანია „რაი 1“-თან ინტერვიუში განაცხადა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, საბრძოლო ოპერაციაში თურქეთის სამხედროების მონაწილეობა სიცრუეა და ამის მტკიცებულებები არ არსებობს.

„ის, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თურქული „F-16“-ის ტიპის თვითმფრინავები იმყოფებიან, იმის შედეგია, რომ კონფლიქტის დაწყებამდე ჩვენთან ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩატარდა. ჩვენ არ ვსაუბრობთ, რამდენი რუსული „Mig-29“ და „Su-30“ იმყოფება სომხეთის ტერიტორიაზე. არ ვსაუბრობთ, რომ გიუმრის ბაზაზე 5 000 რუსი ჯარისკაცი იმყოფება და იქედან სომხეთის არმიისთვის პერიოდულად შეიარაღების განთავსება ხდება “ – განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა უნდა თქვას, რომ აზერბაიჯანელები მთიან ყარაბაღში, მათ შორის ქალაქ შუშაში ბრუნდებიან.

დატოვე კომენტარი