ილჰამ ალიევი - ევროპაში ზოგიერთი ადამიანის მცდელობა, გაიყვანოს სამხრეთ კავკასიაში გამყოფი ხაზები, წარუმატებელი იქნება
ევროპაში ზოგიერთი ადამიანის მცდელობა, გაიყვანოს სამხრეთ კავკასიაში გამყოფი ხაზები, წარუმატებელი იქნება, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.
ალიევის თქმით, აზერბაიჯანმა მიიღო დეკლარაციები სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ბევრ ქვეყანასთან და ეს უკვე ჩამოყალიბებული პლატფორმა საშუალებას აძლევს ქვეყანას, ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი, როგორც გეოგრაფიულმა, პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა და სატრანსპორტო ხიდმა ცენტრალური აზიის რეგიონსა და ევროპას შორის.
„რა თქმა უნდა, ამ რეგიონებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის დაგეგმვისას საკმარისია, რუკას გადავხედოთ, რათა გავიგოთ, რომ აზერბაიჯანის იგნორირება არ შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში არიან ისეთებიც, რომლებიც ამჯობინებენ აზერბაიჯანის გამოყოფას არა მხოლოდ ამ პროცესისგან, არამედ კავკასიაში, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიაში, გამყოფი ხაზების დახაზვას. ეს მცდელობები არ იქნება წარმატებული“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.