ილჰამ ალიევი -  ევროპარლამენტის, ევროსაბჭოს ანტიაზერბაიჯანული განცხადებები, სამომავლოდ სომხეთის შეიარაღებულ ფორპოსტად გადაქცევის მცდელობა, საფრთხის კიდევ ერთ წყაროს ქმნის
ილჰამ ალიევი -  ევროპარლამენტის, ევროსაბჭოს ანტიაზერბაიჯანული განცხადებები, სამომავლოდ სომხეთის შეიარაღებულ ფორპოსტად გადაქცევის მცდელობა, საფრთხის კიდევ ერთ წყაროს ქმნის

სამხრეთ კავკასიისთვის კიდევ ერთი საფრთხის წყარო იქმნება, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბრიუსელში სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელის შეხვედრაზე საუბრისას Განაცხადა.

როგორც ალიევმა აღნიშნა, შეხვედრა მიმართულია აზერბაიჯანისა და სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობის წინააღმდეგ.

„ბოლო დღეებში აშშ-ის და ევროკავშირის მაღალჩინოსნები მათი ინიციატივით გამართულ სატელეფონო საუბრების დროს ცდილობდნენ, დავერწმუნებინეთ, რომ ეს შეხვედრა აზერბაიჯანის წინააღმდეგ არ არის მიმართული. თუმცა ვიცით, რომ ეს მიმართულია აზერბაიჯანისა და სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობის წინააღმდეგ. ეს მიზნად ისახავს გამყოფი ხაზების შექმნას და ჩვენი ქვეყნის იზოლირებას. ევროპარლამენტის, ევროსაბჭოს ანტიაზერბაიჯანული განცხადებები, რომლებსაც ისინი გასული წლის სექტემბრიდან დღემდე აკეთებენ, მცდელობა სომხეთი სამომავლოდ სამხრეთ კავკასიაში შეიარაღებულ ფორპოსტად აქციონ, მომავალში ძალიან დიდ უარყოფით შედეგებამდე მიგვიყვანს. აქედან გამომდინარე, ჩვენ გავავრცელეთ განცხადებები, რათა გავაფრთხილოთ ამის შესახებ ჩვენი პარტნიორები აშშ-სა და ევროპაში“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.