ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანი უკვე ერთი კვირაა, საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად იბრძვის
ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანი უკვე ერთი კვირაა, საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად იბრძვის

ჩვენ საკუთარ მიწაზე ვიბრძვით. აზერბაიჯანი უკვე ერთი კვირაა იბრძვის საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, ჩვენი სამხედროები და ოფიცრები საკუთარი სიცოცხლის ფასად ავლენენ გმირობას და გამანადგურებელ დარტყმებს აყენებენ მტერს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, მოსახლეობისადმი ტელემიმართვის დროს განაცხადა.

მისი თქმით, აზერბაიჯანი დღეს ახალ ისტორიას წერს.

„დღეს ჩვენ ახალ ისტორიას ვწერთ, დიდებულ ისტორიას ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოსი. დღეს ჩვენ ისტორიულ სამართლიანობას აღვადგენთ, რადგან ყარაბაღის მიწა – ეს ჩვენი ისტორიული მიწაა. აზერბაიჯანელი ხალხი საუკუნეები ცხოვრობდა, ქმნიდა და აშენებდა ამ მიწებზე, თუმცა 30 წლის განმავლობაში სომეხ ჯალათებს ოკუპირებული ჰქონდათ ჩვენი მიწები, ანადგურებდნენ ყველა ჩვენს ისტორიულ, რელიგიურ და კულტურულ ძეგლს“, – აცხადებს ალიევი.