ილჰამ ალიევი - ჩვენ საკუთარ მიწას ვათავისუფლებთ
ილჰამ ალიევი - ჩვენ საკუთარ მიწას ვათავისუფლებთ

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, ბაქომ მთიანი ყარაბაღის სტატუს კვო შეცვალა.

როგორც ალიევმა მოსახლეობისადმი მიმართვისას განაცხადა, სომხეთს აქვს ბოლო შანსი, დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას და გაიყვანოს ძალები მთიანი ყარაბაღიდან.

„სომხეთი ინანებს, თუ მოსკოვის მოლაპარაკებები შედეგებს არ გამოიღებს. ჩვენ საკითხის მშვიდობიანად გადაწყვეტა გვსურს, სომხეთს ბოლო შანსს ვაძლევთ. ვერავინ უშველით, ნუ ექნებათ ვინმეს იმედი. მე შევცვალე სტატუს კვო ბრძოლის ველზე“, – განაცხადა ალიევმა.

მისივე თქმით, სომხური მხარე პოზიციებს თმობს.

„ისინი პოზიციებს თმობენ და გარბიან. მტერი თავის ხალხს ატყუებს, ფაქტებს აყალბებს. აზერბაიჯანის ჯარისკაცები მაღალ მორალურ და ფსიქოლოგიურ თვისებებს ავლენენ, რადგან ჩვენ საკუთარ მიწას ვათავისუფლებთ. ტერიტორია, სადაც ომი მიმდინარეობს, მათი ტერიტორია არ არის. ისინი პოზიციებს ტოვებენ და გარბიან“, – განაცხადა აზერბაიჯანის ლიდერმა.

მისივე თქმით, „მტრის გადარჩენის ერთადერთი გზაა, გავიდეს ჩვენი მიწებიდან“.

„დღეს ოკუპაციიდან გათავისუფლებულ მიწებზე აზერბაიჯანის დროშა ფრიალებს. ჩვენი უპირატესობა ჩანს საინფორმაციო სივრცეში; ჩანს ინტერნეტში, თუ როგორი ზუსტი და მიზნობრივი დარტყმებით ნადგურდება მტრის ტექნიკა. მტერი პანიკაშია, ქვეყნის ხელმძღვანელობა რეკავს სხვადასხვა ქვეყნის მეთაურებთან. ემუდარებიან, ეხვეწებიან, გადაგვარჩინეთო. მათი გადარჩენის ერთადერთი გზა არის ჩვენი მიწებიდან გასვლა“, – აცხადებს ილჰამ ალიევი.