ილჰამ ალიევი - ბედნიერი ვარ, რომ თქვენს ლამაზ საქართველოში ჩამოვედი, ქარიც გვესალმება, ქარი მაგონებს ბაქოს და სახლში ვგრძნობ თავს
ილჰამ ალიევი - ბედნიერი ვარ, რომ თქვენს ლამაზ საქართველოში ჩამოვედი, ქარიც გვესალმება, ქარი მაგონებს ბაქოს და სახლში ვგრძნობ თავს

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, დარწმუნებულია, საქართველოში დღევანდელი ვიზიტიც შეიტანს წვლილს ორი ქვეყნის ურთიერთობის მეტად განვითარებაში.

ილჰამ ალიევმა საქართველო-აზერბაიჯანის წარმატებულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება და ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე ისაუბრა.

„ბედნიერი ვართ, რომ თქვენს ლამაზ ქვეყანაში ჩამოვედით და მიხარია, რომ ვიმყოფები ამ ძალიან ლამაზ ადგილას. ქარი მაგონებს ბაქოს, პრინციპში, ამით დასტურდება, რომ ქარიც გვესალმება და მე სახლში ვგრძნობ თავს. ძალიან მიხარია, რომ თქვენს ქვეყანაში კლავ ვიმყოფები. ჩვენ ხშირად გვაქვს შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან. ბატონი ირაკლი ორჯერ იყო ჩამოსული აზერბაიჯანში გასულ წელს და საერთაშორისო ღონისძიებებზეც ვხვდებით ერთმანეთს, ყოველთვის სიხარულით ვიყენებთ ამ შესაძლებლობებს და დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ვიზიტიც შეიტანს წვლილს ჩვენი მოძმე ერების ურთიერთობის მეტად განვითარებაში. ეს ყველაფერი ეფუძნება იმ ურთიერთობებს, რომელსაც ჩვენი ერები საუკუნეების განმავლობაში იზიარებდნენ და ამ მყარ საფუძველზე გვაქვს წარმატებული ურთიერთობა. დღეს სტრატეგიული ურთიერთობა გვაქვს ალიანსის დონეზე, რადგან ბევრ სფეროში ვთანამშრომლობთ აქტიურად, როგორც საერთაშორისო ფორმატში, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, ასევე ორმხრივ ფარგლებში და ჩვენ განვახორციელეთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი არამარტო ჩვენი ქვყენებისთვის, არამედ რეგიონულად. როგორც ბატონმა პრემიერმა უკვე ბრძანა, ჩვენ შეხვედრისას შევეხეთ ბევრ საკითხს და გავაგრძელებთ საუბარს სხვა საკითხებზეც. რა თქმა უნდა, მიმდინარე მოვლენები რეგიონში, უსაფრთხოების საკითხები ჩვენი დისკუსიების ცენტრშია მოქცეული“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.