ილჰამ ალიევი ბაქოში რუსეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
ილჰამ ალიევი ბაქოში რუსეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

რუსეთის თავდაცვის მინისტრი ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული და აზერბაიჯანული მედია ავრცელებენ.

როგორც მედიასაშუალებები იუწყებიან, სერგეი შოიგუსა და ილჰამ ალიევის შეხვედრას ესწრებოდა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრიც.

მოლაპარაკებები დროს სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ „რუსმა სამშვიდობოებმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში 23 ბლოკ-საგუშაგო გახსნეს და შეხების ხაზზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო ყველა მაგისტრალს აკონტროლებენ.“

თავის მხრივ, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მიესალმება იმ ფაქტს, რომ 9 ნოემბერს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხება სრულდება.

მისივე თქმით, ეს მიუთითებს აზერბაიჯანისა და სომხეთის მზადყოფნას დაასრულოს მრავალწლიანი კონფლიქტი და დაიწყოს პოლიტიკური დარეგულირება.

შეგახსენებს, რომ მანამდე რუსეთის თავდაცვის მინისტრი ვიზიტით ერევანში იმყოფებოდა, სადაც სომხეთის პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.