ილჰამ ალიევი - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აბრეშუმის გზის მნიშვნელოვანი ელემენტი გახდება
ილჰამ ალიევი - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აბრეშუმის გზის მნიშვნელოვანი ელემენტი გახდება

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აბრეშუმის გზის მნიშვნელოვანი ელემენტი გახდება, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.

„წინა წლის ოქტომბრის ბოლოს, ბაქოში ჩვენ აღვნიშნეთ ახალი პროექტის, ბაქო-თბილისი-ყარსის გახსნა. ის სარკინიგზო მაგისტრალით არა მხოლოდ სამ ქვეყანას, არამედ ევროპასა და აზიას აკავშირებს. ეს უკვე არის უმოკლესი გზა აზიიდან ევროპაში, რომელიც ტვირთების ტრანსპორტირების დროს ორჯერ და უფრო მეტად ამოკლებს. რკინიგზა უკვე ემსახურება კომპანიებს“ , – აღნიშნა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ახალი პროექტი საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის რეგიონული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია.

„რომ არ განხორციელებულიყო პროექტები ნავთობისა და გაზის სფეროში, შესაძლოა, ბაქო-თბილისი-ყარსიც მხოლოდ ქაღალდზე დარჩენილიყო“, – დასძინა ალიევმა.