ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სარკინიგზო კომუნიკაციის გახსნაზე სრული შეთანხმება არსებობს
ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სარკინიგზო კომუნიკაციის გახსნაზე სრული შეთანხმება არსებობს

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სარკინიგზო კომუნიკაციის გახსნაზე სრული შეთანხმება არსებობს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

ამასთან, ალიევის თქმით, ბაქომ მოახერხა ერევნის დარწმუნება, რომ საავტომობილო გზის გახსნა გარდაუვალია.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, აზერბაიჯანს სომხეთთან საზღვრის გახსნა სურს, თუმცა სომხეთს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღიარება არ სურს.

„ნებისმიერ შეთხვევაში, აზერბაიჯანი და სომხეთი მეზობლები არიან და არც ერთი ჩვენგანი სხვა პლანეტაზე არ გადასახლდება“, – აღნიშნა ალიევმა.