ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანსა და საქართველოს გვაქვს დიდი მომავალი, ძალიან მდიდარი განახლებადი ენერგორესურსები და ახალ პროექტებზე ვმუშაობთ
ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანსა და საქართველოს გვაქვს დიდი მომავალი, ძალიან მდიდარი განახლებადი ენერგორესურსები და ახალ პროექტებზე ვმუშაობთ

აზერბაიჯანსა და საქართველოს გვაქვს დიდი მომავალი, ძალიან მდიდარი განახლებადი ენერგორესურსები, – ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში, ზაგულბას სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა.

როგორ ილჰამ ალიევმა აღნიშნა, საქართველო და აზერბაიჯანი ახალ პროექტებზე მუშაობენ.

„ერთ-ერთი მათგანია მწვანე ენერგეტიკის პროექტი და საქართველო და აზერბაიჯანი ერთად, სხვა ქვეყნებთან ერთად ჩართულნი არიან ძალიან მასშტაბურ პროექტებში. მიმაჩნია, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ბაქო-თბილისი-ერზრუმის სამხრეთული ბუნებრივი აირის და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზები წარმატებული პროექტების მაგალითებია და ენერგეტიკული პროექტები მომავალშიც ასეთი სცენარით განვითარდება. ეს იქნება მაგალითი ბევრი სხვა ქვეყნისთვის, ეს იქნება ჩვენი წარმატებული პროექტების მაგალითი მომავალშიც და ერთად, ჩვენ, აზერბაიჯანს და საქართველოს უზარმაზარი მომავალი გვაქვს, ძალიან მდიდარი განახლებადი ენერგორესურსები გაგვაჩნია.

ამ ეტაპზე ტარდება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები, წლის ბოლოსთვის დავასრულებთ ამ პროცესს და შემდეგ დავიწყებთ პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას. გათვლილი და არგუმენტირებული რეფორმები, სტაბილურობა, რაც საქართველოში არსებობს, ეს არის დიდი აქტივი, განსაკუთრებით არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით. მინდა, მივულოცო ჩვენს ქართველ ძმებს ყველა წარმატებული მიღწევა. ჩვენი სავაჭრო ბრუნვის 900 მლნ-დოლარიანი მაჩვენებელიც ამის დასტურია, 15 პროცენტით გაიზარდა. ეს რეფორმები არის კარგად გათვლილი, კარგად დასაბუთებული, რათა საინვესტიციო გარემო გაუმჯობესდეს და კლიმატი ჩვენი ინვესტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს. ოთხი მლრდ დოლარის ინვესტიცია არ არის ცოტა. ამის ერთ-ერთი პირველი მიზანი და მიზეზია შესანიშნავი საინვესტიციო კლიმატი, რაც საქართველოში არსებობს“, – განაცხადა ალიევმა.