ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანს ერთი პირობა აქვს, გათავისუფლდეს მისი ტერიტორიები
ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანს ერთი პირობა აქვს, გათავისუფლდეს მისი ტერიტორიები

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც სომხეთი საკუთარი ძალების ტერიტორიიდან გაყვანის განრიგს წარადგენს. ინფორმაციას „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„აზერბაიჯანს ერთი პირობა აქვს, გათავისუფლდეს მისი ტერიტორიები“,- განაცხადა ილჰამ ალიევმა ხალხისადმი სატელევიზიო მიმართვისას.