ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტად ოფიციალურად გამოცხადდა
ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტად ოფიციალურად გამოცხადდა

ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტად ოფიციალურად გამოცხადდა.

აზერბაიჯანის მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები დაამტკიცა.

აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ფარჰად აბდულაევმა განაცხადა, რომ ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტად მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში არის არჩეული, გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტად ხმების 92.12 პროცენტით გამოცხადდა. არჩევნებში შვიდი კანდიდატი იბრძოდა. ამომრჩეველთა აქტივობამ 76.43 პროცენტი შეადგინა. არჩევნების საბოლოო შედეგები აზერბაიჯანის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 11 თებერვალს გამოაცხადა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციის 103-ე მუხლის თანახმად, არჩეული პრეზიდენტი ფიცს დებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ოფიციალური გამოცხადებიდან სამი დღის ვადაში.