ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ქალაქი შუშა გაათავისუფლეს
ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ქალაქი შუშა გაათავისუფლეს

ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ქალაქი შუშა გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული სააგენტოები ავრცელებენ.

ქალაქი შუშა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქია და ის არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. დედაქალაქთან ახლოს მდებარეობს.

შუშასთან საბრძოლო მოქმედებები რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამას ადასტურებდნენ არაღიარებულ მთიან ყარაბაღსა და სომხეთშიც.

სომხური მედიის ცნობით, ბრძოლა ქალაქ შუშასთან გრძელდება. მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. დედაქალაქ სტეპანაკერტში განგაშის ხმა რამდენჯერმე გაისმა.