ილჰამ ალიევი 24-25 აპრილს თურქეთს ეწვევა

11:54, 24.04.2018

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი 24-25 აპრილს თურქეთს ეწვევა. ამის შესახებ ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ეს ილჰამ ალიევის პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემდეგ მისი პირველი საზღვარგარეთული ვიზიტია.

თურქეთში ვიზიტისას ილჰამ ალიევი მოლაპარაკებებს გამართავს თურქ კოლეგასთან რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან და მონაწილეობას მიიღებს თურქეთ-აზერბაიჯანის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მეშვიდე სხდომაში.

მსგავსი