ილჰამ ალიევი - 21-ე საუკუნეში ჩვენ ვერ მივცემთ საშუალებას ზოგიერთ დიდ ევროპულ ქვეყანას, სხვა ქვეყნებს კოლონიების მსგავსად მოექცეს
ილჰამ ალიევი - 21-ე საუკუნეში ჩვენ ვერ მივცემთ საშუალებას ზოგიერთ დიდ ევროპულ ქვეყანას, სხვა ქვეყნებს კოლონიების მსგავსად მოექცეს

21-ე საუკუნეში ჩვენ ვერ მივცემთ საშუალებას ზოგიერთ დიდ ევროპულ ქვეყანას, სხვა ქვეყნებს კოლონიების მსგავსად მოექცეს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, როდესაც აზერბაიჯანმა საკითხი საერთაშორისო დონეზე დააყენა, ეს მიმართული იყო არა რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ, არამედ სამართლიანობისა და საერთაშორისო სამართლის დასაცავად.

„მსოფლიომ თვალი არ უნდა დახუჭოს ნეოკოლონიალიზმის ამაზრზენ პრაქტიკაზე. ეს იწვევს იძულებით ასიმილაციას, როგორც ეს ხდება, მაგალითად, საფრანგეთის ათზე მეტ ზღვის იქითა ტერიტორიაზე. ეს მიუღებელია და უნდა დასრულდეს“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის ხელისუფლება მტკიცედ უჭერს მხარს მულტილატერალიზმს.