მილანის ინტერის ფორვარდ მაურო იკარდის მეუღლემ და აგენტმა ვანდა მარამ იტალიურ კლუბს ულტიმატუმი წაუყენა: ან ფეხბურთელს კაპიტნის სამკლავურს დაუბრუნებენ, ან ის გუნდს დატოვებს.
გამოცემა გაძეტა დელო სპორტის (La Gazzetta dello Sport) ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობა ინფორმირებულია იკარდისა და მისი ცოლის ერთობლივი გადაწყვეტილების შესახებ. ასევე ვანდამ განაცხადა, რომ ინტერმა ბოდიში უნდა მოუხადოს მაუროს, რომლის კაპიტნის სამკლაური ერთი კვირის წინ, სამირ ჰანდანოვიჩს გადასცეს.
უფრო ადრე წერდნენ, რომ არგენტინელით დაინტერესებულები არიან მანჩესტერ იუნაიტედი და იუვენტუსი.
მუხლის ტრავმის გამო, იკარდი ძირითადი შემადგენლოვბიდან ამოვარდნილია. მან უკვე გამოტოვა ორი შეხვედრა.
სეზონის 20 მატჩში არგენტინელმა ცხრა გოლი გაიტანა.